20 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
აბაშის სოფლებში 15 კილომეტრამდე მოცულობის გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

აბაშის სოფლებში 15 კილომეტრამდე მოცულობის გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მოადგილეებთან და აბაშის მერთან ერთად სოფელ ზანათში გაეცნო.

გზის არსებულ მონაკვეთზე ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა და მოსახლეობას გადაადგილება გრუნტის გზაზე უწევდა. ახალი გზა ცენტრალურ ავტომაგისტრალთან სოფელ ძიგურის გავლით სოფელ ზანათს დააკავშირებს.

 

დღის ამბები