საშემოდგომო სესიაზე პარლამენტს ეროვნული ბანკისა და საბანკო ზედამხედველობის სამსახურის განცალკევების შესახებ კანონის მიღება მოუწევს.
ქვეყნის პირველი პირი არ ეთანხმება ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას და მთავრობას კანონპროექტში მთავარი პრინციპის შეცვლას სთხოვს.
მთავრობა პრეზიდენტის შენიშვნებს არ იზიარებს და რეფორმასთან დაკავშირებით თავისი გეგმები აქვს.
მმართველი გუნდი ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოაყალიბებს და ამის შემდეგ კიდევ ერთ კანონპროექტს სექტემბერში მოამზადებს. გაირკვა, რომ მთავრობა იმ კანონში აპირებს ხელახლა ცვლილების შეტანას, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას მთავრობის ამ ინიციატივაზე განცხადება არ გაუკეთებია.
უმრავლესობა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ გაითვალისწინებს და ვეტოს დაძლევას აპირებს.
საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობას ეროვნული ბანკის მიზანმიმართული დასუსტების მცდელობაში ადანაშაულებს.
ავტორები: ანა წერეთელი, ზვიად იგირიაშვილი, გოგიტა მაღლაკელიძე