20 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
"ხელისუფლება მიდის ტოტალიტარიზმისკენ, რუსთავი 2-ს დევნიან პოლიტიკურად," - ნიკა გვარამია

"ხელისუფლება დიდი ნაბიჯებით მიდის ტოტალიტარიზმისკენ ," - ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გარამიამ გააკეთა. 

გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად დევნიან პოლიტიკური ნიშნით რუსთავი 2-ს ამის მიზეზი კი არხის კრიტიკული დამოკიდებულებაა. 

"რუსთავი 2-ის პოლიტიკურად დევნის ობიექტი დიდი ხანია არის, ეს დევნა ახლა კითხვის ნიშნებს არ ბადებს. ეს დევნა სრულიად გახსნილია. საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა განაცხადი, რომ ის ზღუდავს მედიას, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას," - აცხადებს ნიკა გვარამია. 

გვარამია მოქმედ მთავრობას აკრიტიკებს და ამბობს, მიღებული გადაწყვეტილებები ზღუდავს მედიისა და გამოხატვის თავისუფლებას. 

"რუსთავი 2 არის ხელისუფლებისგან დევნილი. დევნილი არის როგორც ტელეკომპანია, რომელსაც კრიტიკული მოსაზრებები გააჩნია. ეს არის ნაბიჯი ტოტალიტარული მმართველობისკენ გადადგმული. რატომ ეშინია ხელისუფლებას ეს ჩემთვის გაუგებარია," - ამბობს ნიკა გვარამია. 

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ფოთისა და ბათუმის მერებსაც მიმართავს. ნიკა გვარამიას განცხადებით მათ მიღებული გადაწყვეტილებებით სისხლის სამართლის კანონი დაარღვიეს

"ჩვენ მხოლოდ უნდა გაგვეფრთხილებინა ფოთისა და ბათუმის მერიები, ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა იყო ის, თუ იმ ადგილზე ჩვენზე ადრე იმავე ადგილზე იქნებოდა ღონისძიება დაგეგმილი. ესეთი რამ არ იყო, ეს ღონისძიებები ჩვენი განცხადების შემდეგ უკანა რიცხვით ჩაინიშნა.

მე არ ვიცი როგორი განათლების არის ფოთის მერი, მაგრამ ბათუმის მერი არის იურისტი, მან კარგად იცის, რა შეიძლება მოჰყვეს სამსახურეობრივ სიყალბეს. ფოთის მერს კი ვეტყვი, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. რა თქმა უნდა, ჩვენებებს მათ წინააღმდეგ ის ადამიანები მისცემენ, რომლებსაც დღეს აშინებენ და ეუბნებიან, რომ ვითომ ადრე გააფრთხილეს და ღონისძიებები იყო დაგეგმილი. შეიძლება ზრდილობის გამო ეს ადამიანები მივიდნენ და პირი გააღონ ან იცეკვონ. ამ კონცერტებს გადავიღებთ და განახებთ. ყველა ლოკაციაზე ფოთსა და ბათუმში ჩვენ გადავიღებთ," - აცხადებს ნიკა გვარამია. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები