ტელეკომპანია რუსთავი 2-ისთვის კონცერტების გამართვაზე სამი მუნიციპალიტეტიდან უარის მიღებასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართვლომ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც დეტალურად არის განხილული სამი მუნიციპალიტეტის მიერ ნათქვამი უარი და ამ უარის მიზეზები, თუმცა ორგანიზაცია მოითხოვს დოკუმენტურ დასაბუთებას, სამივე მუნიციპალიტეტიდან.
მათ უნდა ახსნან თავიანთი გადაწყვეტილების მიზეზები, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გაჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ტელეკომპანიის საქმიანობას ხელს მიზანმიმართულად უშლის.
„ჩვენ მოუწებთ ბათუმის მერიას, რომ დოკუმენტაცია, რომელიც ნამდვილად დაადასტურებს, რომ ფესტივალი დაგეგნილი იყო იმ დორზე ადრე, ვიდრე რუსთავი 2 მიმართავდა კონცერტის გამართვის მოთხოვნით ბათუმის მერიას, წარმოადგინოს და საზოგადოება დაარწმუნოს თავისი განცხადების სისწორეში. წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქალაქის მერია შეგნებულად აფერხებს და ხელოვნურ ბარიერს უქმნის ტელეკომპანიას კონცერტის გასამართად,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონალურმა კოორდინატორმა მალხაზ ჭკადუამ.