მიხეილ შუფუტინსკის კონცერტი 16 აგვისტოს ბათუმის კორტებზე ფესტივალ "ჰით ბათუმის" ფარგლებში ჩატარდება.
ღონისძიების რეალური მხარდამჭერი ბათუმის მერიაა, თუმცა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება მერიის კულტურის სამსახურში არ ისურვეს. ორგანიზატორებმა ღონისძიების დაფინანსებასა და ხარჯებზეც არ ისაუბრეს.
ორგანიზატორების განმარტებით, შუფუტინსკის ჩამოყვანა სოციალურ ქსელში ჩატარებული კვლევის შედეგად გადაწყვიტეს.
მათი თქმით, მოსახლეობას ზღვისპირა ქალაქში სწორედ ამ შემსრულებლის მოსმენა სურს.