რუსთავი 2 შენთვის - ამ შინაარსის კონცერტები ბათუმში 4 აგვისტოს, ხოლო ფოთში 3 აგვისტოს გაიმართება. ამის შესახებ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა.
"არავითარი თანხმობა ჩვენ არ გვჭირდებოდა. ჩვენ უნდა გაგვეფრთხილებინა, ისინი, რომ ვგეგმავდით ღონისძიებას. გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისისგან განსხვავებით ბათუმსა და ფოთში ჩვენ გზის სავალ ნაწილს არ ვკეთავდით. ერთადერთი ხელს რაც შეგვიშლიდა. იქნებოდა ჩვენზე უფრო ადრე დაგეგმილი კონცერტი. თუმცა ეს ასე არ იყო. ჩვენ შეგვეძლო, რომ პირველსა და ორში ჩაგვეტარებინა კონცერტები დაგეგმილ დროს დაგეგმილ ადგილზე, რადგან ორივე ქალაქის მერია გავიდა სამართლებრივი ჩარჩოებიდან.
ჩვენ არ ვართ ვალდებულები დავემორჩილოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებების უკანონოდ შეზღუდვებს. შევახსენებთ პოლიციელებს, რომ ისინიც ვალდებულები არიან არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები. მიუხედავად ამისა ჩვენ თავს ვიკავებთ კონფროტაციისგან თავს ვიკავებთ პროვოკაციისა და დაპირისპირებისგან. ჩვენი მიზანი არ არის არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ცუდად წარმოჩენა, ჩვენი მიზანი არ არის პოლიტიკური.
კონცერტებს ჩავატარებთ იმ დროს როდესაც ბათუმში და ფოთში კონცერტები დაგეგმილი არ არის. ფოთის მერიამ თქვა, რომ 1-ში და 2-ში აქვთ ღონისძიებები ამიტომ ჩვენ კონცერტს ფოთში იმავე ადგილზე 3-ში ჩავატარებთ, ბათუმში თქვეს, რომ ღონისძიებები 1, 2 და 3-ში აქვთ დაგეგმილი ამიტომ დაგეგმილი კონცერტი ჩატარდება 4-ში ანბანის კოშკთან," - აცხადებს ნიკა გვარამია.
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ნებისმიერი პროვოკაცია ბათუმსა და ფოთში კონცერტების დროს აღქმული იქნება როგორც პოლიტიკური პროვოკაცია.
"კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც შეიძლება იქ მოხდეს. დაგვახვედრონ აჟიტირებული ადამიანები, ან ვითომ კონცერტებია, ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც პოლიტიკურ პროვოკაციას მედიის წინააღმდეგ. ამიტომ მოვუწოდებ, ეს არ გააკეთონ. ადგილზე იყოს მობილიზებული სასწრაფოც და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები,"- აცხადებს ნიკა გვარამია.