20 ნოემბერი 2024,   20:21
ვრცლად
ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა პროტესტის ნიშნად 100-ზე მეტი თვითდაზიანება მიიყენა

ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გათავისუფლებას ითხოვს. პროტესტის ნიშნად კობა ყურუამ 100-ზე მეტი თვითდაზიანება მიიყენა.

ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობაში ბრალდებული, დაკავების შემდგომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სცემეს, რის გამოც მან მხედველობა დაკარგა.

ციური ყურუა ჯანმრთელობის პრობლემების გამო შვილის გათავისუფლებას ითხოვს.

კობა ყურუას ჯანმრთელობის მდოგმარეობა ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომაც შეისწავლა. მათი დასკვნის მიუხედავად, სადაც საუბარია, რომ პატიმარს ცალ თვალში მხედველობა საერთოდ არ აქვს, მეორე თვალით კი მხოლოდ 0.05 პროცენტს ხედავს, სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროს აქტირების კომისიამ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება არ მიიღო.

სასჯელაღსრულების აცხადებს, რომ დღეს პატიმრის მიერ მიყენებულ დაზიანებებზე დეტალური ინფორმაცია არ აქვს.

კობა ყურუა 2012 წლის 11 დეკემბერს ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს.

 

ავტორები: თათია ხორბალაძე, სოფო ჭულუხაძე, გიორგი იუკურიძე

 
ამავე თემაზე
დღის ამბები