20 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
ბორჯომში ხანძრის ჩაქრობა ისევ ვერ ხერხდება - ცეცხლი 10 ჰექტარზე გავრცელდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტებში, სოფელ დვირის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლის მასშტაბი 10 ჰექტარამდე გაიზარდა.

ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია სრულიად საქართველოს სამაშველო სამსახურები, ყველა რეგიონიდან. 

ასევე ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ ვერტმფრენებით. თუმცა მათი მუშაობა დაბალი ხილვადობის გამო დროებით შეჩერებულია. ისინი ხვალ დილიდანვე განაახლებენ სამაშველო სამუშაოებს.

შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელშიც მხარის გუბერნატორი, ბორჯომის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და 112-ის ხელმძღვანელი შედიან. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები