20 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
დენის ტარიფი თბილისში - სემეკი განხილვას იწყებს

თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვის თაობაზე „თელასის“ განაცხადზე მსჯელობას იწყებს დღეიდან სემეკი.

ენერგოგამანაწილებელმა კომპანიამ ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაახლოებით ერთი კვირის წინ მიმართა.

ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენი თეთრით არის მოსალოდნელი ტარიფის გაზრდა დედაქლაქის მოსახლეობისთვის. კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად ხუთ თვიანი ვადა აქვს.

ცოტა ხნის წინ ელექტრო ენერგის ღირებულების გაძვირებაზე სემეკმა „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ განაცხადი დააკამყოფილა, რის საფუძველზეც ტარიფი უკვე გაძვირდა რეგიონების მოსახლეობისთვის.

„თელასი“ ტარიფის გადახედვის მიზეზად ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, შესასყიდი ელექტროენერგიის და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს.

 
დღის ამბები