20 ნოემბერი 2024,   20:16
ვრცლად
"ეს არის დიქტატურის დამყარების მცდელობა," - „ადვოკატთა ასოციაცია“ რუსთავი 2-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რუსთავი 2-ის მიერ დაგეგმილი კონცერტების ჩაშლის ფაქტზე განცხადება გაავრცელა
საქართველოს „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ. ზაზა ხატიაშვილი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების უკანონო გადაწყვეტილებებზე საუბრობს.

მისი შეფასებით, უარის თქმის ობიექტური მიზეზი არ არსებობს და ეს არის მიზანმიმართული ხელისშეშლის მცდელობა.

“ადგილობრივი ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს მთავრობის მითითებით, ხელი შეუშალოს ტელეკომპანიას გამართოს კონცერტი. ეს არის დიქტატურის დამყარების მცდელობა. გაფრთხილებთ, შეწყვიტეთ ძალადობრივი ქმედებები დამოუკიდებელი ტელეკომპანიის და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.” - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები