02 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენები ჩართეს

ბორჯომის რაიონის სოფელ დვირში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ვერტფრენები ჩაერთვნენ. განადგურებულია 15 ჰექტარი ფართობის ტერიტორია. ხანძარი წიწვოვან ტყეში გაჩნდა.

ცეცხლის მცირე კერებს საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ წუთებში დასახლებულ პუნქტებში ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. 
 
ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი. 
 
 
ამავე თემაზე
დღის ამბები