ჩინეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელთან ერთად ოლიმპიური სოფელი დაათვალიერა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა. ვიცე-პრემიერი ქართველ სპორტსმენებსაც შეხვდა და მათ წარმატებები უსურვა.
კახი კალაძემ საქართველოსთვის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი 2015”-ის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ჩინეთის დელეგაციასთან ერთად ოლიმპიური სოფელი ქართველმა დეპუტატებმაც დაათვალიერეს.