20 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
ჯერჯერობოთ უცნობია რამდენი თეთრით ითხოვს "თელასი" ტარიფის გაზრდას

უახლოეს 5 თვეში გაირკვევა რამდენი თეთრით და როდიდან გაიზრდება ელექტროენერგიის ტარიფი თბილისის მოსახლეობისთვის. სწორედ 5 თვე აქვს სემეკს გადაწყვეტილების მისაღებად.

ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეიდან იწყებს თბილისში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გადახედვის თაობაზე “თელასის” განაცხადზე მსჯელობას. ენერგოგამანაწილებელი კომპანია ტარიფის გადახედვის საფუძვლად ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, შესასყიდი ელექტროენერგიის და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს.

როგორც სემეკის ტარიფებისა და ანალიტიკური სამსახურის უფროსი განმარტავს, სატარიფო განაცხადში არ არის დაფიქსირებული, თუ რამდენი თეთრით ითხოვს თელასი ტარიფის გაზრდას.

„კომპანია წერილში აფიქსირებს, რომ აქვს გარკვეული ფინანსური ზარალი ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით და ითხოვს ამ ღირებულების კომპენსაციას,“ - აცხადებს გივი სანიკიძე.

მისი თქმით, ნაადრევია სატარიფო განაკვეთებზე საუბარი.

სხდომა ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს, რომელსაც თელასის და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები