20 ნოემბერი 2024,   20:13
ვრცლად
აქცია დევნილთა სამინისტროსთან - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

ისანში ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში შესახლებული დევნილები და სოციალურად დაუცველები დევნილთა სამინისტროსთან აქციას მართავენ. სამინისტროსთან პოლიციაა მობილიზებულია. დამატებითი ეკიპაჟის გამოძახება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც აქციის მონაწილეებმა სამინისტროსთან ადგილობრივი დაცვის კორდონი გაარღვიეს და შენობაში შეაღწიეს.

აქციის მონაწილეები დევნილთა სამინისტროსთან დილიდან არიან შეკრებილები.

შეკრებილების მთავარი მოთხოვნაა, რომ შეწყდეს მათი ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობიდან გამოსახლება და მოხდეს ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილება. 

 
დღის ამბები