02 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
ჩეხი მთამსვლელი დაიღუპა მყინვარწვერზე

მყინვარწვერზე მთამსვლელი გოგო დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ორი ჩეხი მთამსვლელი გოგონა გუშინ ვერტმფრენის დახმარებით ნაპრალიდან ამოიყვანეს. თუმცა, ერთ-ერთ მათგანს თავის არეში ქონდა დაზიანებები. ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ექიმები ამბობენ, ის კლინიკაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო, რის გამოც მისი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადასვენება მოხდა. მეორე ჩეხი მთამსვლელი გოგონა ამ დროისთვის ყაზბეგის რაიონში იმყოფება.  

 
ამავე თემაზე
დღის ამბები