ცრუ განგაშის გამო ერთი საათით გადაკეტილი იყო მოძრაობა თამარ მეფის გამზირზე თბილისში. აქ სამართალდამცველები ერთ-ერთ მანქანაში ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებდნენ.
განგაშის მიზეზი ისრაელის საელჩოს თანამშრომლების ეჭვი გახდა. მათ შენობასთან უცხო ავტომობილი შენიშნეს. განმნაღმველებმა ტერიტორია შეამოწმეს და ვერაფერი აღმოაჩინეს. ამ დროისთვის მოძრაობა თამარ მეფის გამზირზე აღდგენილია.