20 ნოემბერი 2024,   20:14
ვრცლად
"რამდენიც გინდა მიტინგი გამართონ, მათ ეს შენობა არ დაუკანონდებათ", - სოზარ სუბარმა დევნილებს უპასუხა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან გამართული აქციის მონაწილეებს მინისტრმა უპასუხა. სოზარ სუბარი აცხადებს, რომ დევნილებს შენობა არ დაუკანონდებათ.

მინისტრის განმარტებით, ბინას მიიღებს ყველა, ვისაც ეკუთვნის. სუბარი დევნილებს შენობის ნებაყოფლობით დატოვებას ურჩევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა მეთოდების გამოყენების პირობას დებს.

"რამდენიც გინდა მიტინგი გამართონ მათ ეს შენობა არ დაუკანონდებათ, ამ შენობიდან მაინც გავიყვანთ. გვინდა გავიყვანოთ ნებაყოფლობით, კანონიერად, თბილად, რბილად, მოფერებით და არ იყოს ძალადობა. თუ არ დაემორჩილებიან კანონის მოთხოვნას, მაშინ  იქნება სხვა მეთოდები. ყველა მიიღებს ბინას კანონის შესაბამისად, ვისაც არ ეკუთვნის არ მიიღებს", - აღნიშნა სუბარმა.

ისანში ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში შესახლებული დევნილები და სოციალურად დაუცველები დევნილთა სამინისტროსთან დილიდან შეიკრიბნენ. სამინისტროსთან პოლიციაა მობილიზებულია. დამატებითი ეკიპაჟის გამოძახება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც აქციის მონაწილეებმა სამინისტროსთან ადგილობრივი დაცვის კორდონი გაარღვიეს და შენობაში შეაღწიეს.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები