დევნილთა მინისტრის მიერ გაკეთებულმა განცხადება აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია. რამდენიმე მათგანი შეუძლოდ გახდა, ერთ-ერთი ქალბატონი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
პროტესტის ნიშნად დევნილმა და ორმა სოციალურად დაუცველმა პასპორტი და დევნილის მოწმობა დახიეს.
როგორც ცნობილია, სამინისტროსთან ისანში, ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში შესახლებული დევნილების აქცია დილიდან მიმდინარეობს.
მათი შეკრების მთავარი მოთხოვნაა, რომ შეწყდეს მათი ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობიდან გამოსახლება და მოხდეს ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილება.
სოზარ სუბარმა აქციის მონაწილეებს უპასუხა და განაცხადა, რომ რომ დევნილებს შენობა არ დაუკანონდებათ. მინისტრის განმარტებით, ბინას მიიღებს ბინას, ვისაც ეკუთვნის. სუბარი დევნილებს შენობის ნებაყოფლობით დატოვებას ურჩევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა მეთოდებს ჰპირდება.