ბორჯომის რაიონის სოფელ დვირთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ტემპერატურის მატებასთან ერთად ხანძრის გავრცელების რისკების თავიდან ასაცილებლად ბორჯომის ხეობაში მუშაობას 2 ვერტმფრენი განაგრძობს.
ტერიტორიაზე, დაახლოებით, 150 მეხანძრე-მაშველი იმყოფება. ხანძრის სრული ლიკვიდაცია ჯერ არ მომხდარა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტავენ, რომ ხანძრის გავრცელების საშიშროება დასახლებულ პუნქტებზე არ არსებობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.
ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი