ხანძარი ბორჯომის ხეობაში ლოკალიზებულია. მეხანძრეები ცეცხლის კონკრეტულ კერებს აქრობენ.
ვერტმფრენებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს და მოვლენების განვითარებას ელოდებიან.
ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება ხანძრის სრული ლიკვიდაცია.
სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა ადგილზე სამუშაოები ცოტა ხნის წინ დაამთავრა. ტერიტორიაზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონიდან არიან მობილიზებულები. მათი რაოდენობა 150-ზე მეტია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი მოსახლეობისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
„სალიკვიდაციო სამუშაოები კვალავაც გრძელდება. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა ამ ეტაპზე დაასრულა სამუშაოები,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, ზვიად ქაწაშვილმა.
ამ დრომდე არ არის ცნობილი, რამ გამოიწვია ხანძარი ბორჯომის ხეობაში.
შესაბამისი უწყებები ამ ფაქტს უკვე სწავლობენ. არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევა ადგილობრივების დაუდევრობას გამოეწვია.
ავტორები: თამთა დოლენჯაშვილი