20 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
რუსთავი2-ის კონცერტები ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში გაიმართება

რუსთავი2-თვის დაბლოკილ ყველა ქალაქის მუნიციპალიტეტებში დღეს ახალი გადაწყვეტილება კვლავ ერთდორულად მიიღეს.

ფოთში, ბათუმსა და ქუთაისში განცხადებები რამდენიმესაათიანი ინტერვალით გაკეთდა.

სამივე ქალაქის თვითმმართველობაში რუსთავი2–ის კონცერტების ჩასატარებლად მზადყოფნა გამოთქვეს და ტელეკომპანიას გასართობი ღონისძიების ორგანიზებაში დახმარებასაც დაჰპირდნენ.

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კონცერტი "რუსთავი2 შენთვის" ფოთში - 3 აგვისტოს, ბათუმში კი 4 აგვისტოს გაიმართება. 

ფოთის და ბათუმის გარდა, შეზღუდვები რუსთავი2–თვის, სავარაუდოდ, ქუთაისშიც მოიხსნა.

ადგილობრივი მერიის ადმინისტრაციაში დღეს განაცხადეს, რომ ცენტარლური მოედნის ნაცვლად, ბალახვანზე კონცერტის მონაწილეებს ნებისმიერ დროს ელოდებიან. 

 

ავტორი: თამარ ბაღაშვილი

 
ამავე თემაზე
დღის ამბები