20 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
კახელი ფერმერები სტიიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოლოდინში არიან

კახელი ფერმერები სტიქიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ელოდებიან. თუმცა, უკვე 10 დღეა, მათთან სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები არ მისულან.

გაფუჭებული მოსავლის გამო ვერ ხერხდება საზამთროსა და ნესვის რეალიზაციაც. გლეხების ინფორმაციით, ზარალი საკმაოდ დიდია.

ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ და ბანკის ვალების გადავადებას ითხოვენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ყვარლის რაიონში, წინასწარი მონაცემებით, ზარალი 15 მილიონი ლარია.

ძლიერი სეტყვის შედეგად ყვარელში 6 სოფელი დაზარალდა.

მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ პროდუქციის რეალიზებაში მოსახლეობას ვერ დაეხმარებიან. თუმცა ბანკის ვალების გადავადების საკითხს სწავლობენ.

ზარალის ოდენობას განიხილავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც.

აგროდაზღვევის პროექტების ცენტრში მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ ყველა დაზარალებულის საკითხს შეისწავლიან.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაუზღვეველ მოსავალზე კომპენსაციების გაცემის საკითხი კი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

 

ავტორები: თათია ხორბალაძე, ია გულიაშვილი, მამუკა მირიანაშვილი, ქეთევან ჯაფარიძე. 

 
დღის ამბები