ერთი კვირის წინ საზეიმოდ გახსნილი გარდაბნის თბოელექტროსადგური ექსპლუატაციაში არ შესულა.
მარეგულირებელი კომისიიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სადგურს ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია არ გააჩნია.
ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ თბოელექტროსადგური ექსპლუატაციაში სექტემბრიდან შევა და მანამდე ის მუშაობისთვის საჭირო ლიცენზიასაც მოიპოვებს.
თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე 230 მილიონი საპარტნიორო ფონდმა და გაზისა და ნავთობის კორპორაციამ გამოყო.
გახსნისას პრემიერი აცხადებდა, რომ სადგურის მშენებლობა დაგეგმილზე სამი თვით ადრე დასრულდა.
ნაციონალურ მოძრაობაში მმართველ გუნდს ახსენებენ, რომ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროექტის ამოქმედებამ წელიწადნახევარი უკვე დაიგვიანა.
ავტორები: ელისო ჯარიაშვილი, ეკა გაგუა, თამთა ობოლაძე.