20 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
თბილისელებისთვის დენი, შესაძლოა, მინიმუმ 4 თეთრით გაძვირდეს

სემეკმა თელასის განაცხადის განხილვა დაიწყო. მარეგულირებელ კომისიას რამდენიმე თვე აქვს ენერგოგამანაწილებელი კომპანიის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

ამ დრომდე უცნობია, რამდენით გაუძვირდება თბილისელებს ელექტროენერგია.

გავრცელებული ინფორმაციით, თელასს განაცხადში მითითებული არა აქვს, თუ ელექტროენერგიის გაძვირებას რამდენი თეთრით ითხოვს.

თუმცა, ენერგო-პრო ჯორჯიას მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა, დედაქლაქის 550 ათას აბონენტს ტარიფი, მინიმუმ, 4 თეთრით გაუძვირდეს.

 

ავტორი:  ნინო სამყურაშვილი 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები