უკვე რამდენიმე საათია, დავით კეზერაშვიული წითელ ცირკულარში აღარ ფიგურირებს. ინტერპოლმა თავდაცვის ყოფილი მინიტრი საერთაშორისო ძებნილთა სიიდან ამოიღო.
კეზერაშვილს ოფიციალური დოკუმენტაცია ჯერ არ მიუღია. თუმცა, მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ინტერპოლმა გაიზიარა მათ მიერ მიწოდებული მასალები, რომლებიც ყოფილი მინისტრის მიმართ მიმდინარე პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლებრივ დევნას ადასტურებს.
ხელისუფლების წარმომადგენლები კი განმარტებებს საქართველოოს პროკურატურისგან ელოდებიან.
დავით კეზერაშვილი საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა ბარლდებული.
2013 წლის ოქტომბერში კეზერაშვილი საფრანგეთში დააკავეს. თუმცა, რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს და ქართულ მხარეს მისი ექსტრადიციის მოთხოვნაზე უარი უთხრეს იმ არგუმენტით, რომ შესაძლოა, საქმეში პოლიტიკურ მოტივებს ჰქონოდა ადგილი.
ცოტა ხნის წინ ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც, ამოიღო.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე