02 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
"შეუსრულებელი მისია 5" მსოფლიო კინოეკრანებზე დღეიდან გამოდის

ტომ კრუზის გმირი ამჯერად მსოფლიო წესრიგის შესაცვლელად იბრძვის -"შეუსრულებელი მისია 5" მსოფლიო კინოეკრანებზე დღეიდან გამოდის.

ფილმი 2 საათი და 11 წუთი გრძელდება. მისი ბიუჯეტი 150 მილიონი დოლარია და ორ დღეში ავტორები 55 მილიონი დოლარის შემოსავალს ელოდებიან. რეჟისორი კი უკვე ახალ პროექტზე მუშაობს.

გაზაფხულიდან 53 წლის ტომ კრუზი თავისი გმირის ახალ თავგადასავალში ჩაერთვება.

ტომ კრუზთან ერთად ფილმში თამაშობენ სხვა ცნობილი ვარსკვლავებიც. მათ შორის, ალეკ ბოლდუინი, ჯერემი რენერი და რებეკა ფერგიუსონი. სცენარიც და რეჟისურაც კრისტოფერ მაკკუორის ეკუთვნის.

 

ავტორები: თამარ ჭავჭავაძე

 

 

 

 
დღის ამბები