მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც სასმელ წყალში ხვდება - უკვე წლებია, ართანაშის მოსახლეობას აზბესტის მილებში გამავალი წყლით მარაგდება.
სოფელ ართანაში სასმელი წყალი იმ სათავე-ნაგებობიდან მოდის, რომელიც აკრძალული მასალით არის აგებული.
აზბესტის მილებში გამავალ წყალს წლებია, მოსახლეობა სასმელად იყენებს. სხვა ალტერნატივა ადგილობრივებს არა აქვთ.
სოფელ ართანაში რამდენიმე თვეა, წყლის მილების გამოცვლა უკვე მიმდინარეობს. თუმცა, მილებს მხოლოდ სოფლის შიდა ქსელში ცვლიან, სათავე-ნაგებობას კი არავინ შეხებია.
მოსახლეობა სისტემის შეცვლას ითხოვს.
სურსათის უვნებლობის სამსახურში ადასტურებენ, რომ ართანაში სასმელი წყალი მიკრობიულოგიურად დაბინძურებულია.
გარემოსდამცველების განმარტებით, აზბესტი შესაძლოა, მძიმე დაავადებების მიზეზი გახდეს.
აზბესტის გამოყენების შემთხვევაში, ორგანიზმში მოხვედრილი ნივთიერებები იშლება, რაც ზოგჯერ სიმსივნური წარმონაქმნების გამომწვევიც შეიძლება გახდეს.
აზბესტის გამოყენება ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში ევროპასა და ამერიკაში მთლიანად აიკრძალა.
ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, ია გულიაშვილი, მამუკა მირიანაშვილი.