ხანძარი სოფელ დიღომში - ნატბეურების უბანში ცეცხლი სამოქალაქო თავდაცვის ყოფილ საწყობებს გაუჩნდა.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი სოფელ დიღომში, წმინდა ნინოს ქუჩაზე.
ადგილზე ვაკე-საბურთალოს რაიონის მეხანძრეები ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას.
საწყობების ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ყრია აირწინაღები, მშრალი სპირტი და ადგილობრივების ვარაუდთ, შესაძლებელია, ხანძარი სწორედ ამ ნივთებს გამოეწვია.
მათი თქმით, ტერიტორიის გაწმენდის მოთხოვნით ადგილობრივ გამგეობას არაერთხელ მიმართეს. თუმცა, ამ დრომდე რეაგირება საბურთალოს გამგეობიდან არ ყოფილა.
ვაკე-საბურთალოს რაიონის სახანძრო სამსახურის უფროსის, ჰამრაზ ჟამერაშვილის, თქმით, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.