20 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
პროკურატურას არაობიექტურობაში ადანაშაულებენ

არაობიექტური გამოძიება გააპროტესტეს აქციაზე, რომელიც პროკურატურასთან გაიმართა.

აქციის მონაწილეები ჭიათურიდან ჩამოვიდნენ და ტყუპი ძმების საქმის გადახედვა მოიოთხოვეს, რომლებიც მკვლელობის ბრალდებით სასჯელს ქუთაისის მე-2-ე საპყრობილეში იხდიან.

საქმე ეხება მკვლელობას, რომელიც ორი წლის წინ მოხდა.

აქციის მონაწილეების თქმით, გამოძიებამ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ გამოიყენა.

შედეგად ერთ ძმას ბრალი არასწორად წაუყენეს და განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულეს. მეორე ძმას კი, რომელიც დანაშაულში საერთოდ არ მონაწილეობდა, სასჯელის იგივე ზომა შეუფარდეს.

 

 

 
დღის ამბები