20 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
ახალი რეგულაცია - რძის პროდუქტების შეფუთვაზე მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რისგან არის დამზადებული

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ახალი რეგულაცია ამოქმედდა.

რძის პროდუქტების შეფუთვაზე ეფექტიან ფართობზე მკაფიო, კონტრასტული და ადვილად აღქმადი შრიფტით უნდა აღინიშნოს წარწერა - დამზადებულია ნატურალური რძისაგან ან დამზადებულია რძის ფხვნილისაგან.

ასევე თუ პროდუქტი დამზადებულია მცენარეულ ცხიმზე, უნდა აღინიშნოს, რომ ის მაწვნის ხაჭოს ან არაჟნის მსგავსი პროდუქტია.

ძველი შეფუთვით პროდუქცია დახლებზე ჯერ კიდევ აწყვია. თუმცა, მოხდება მათი ამოღება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის, კახა სოხაძის, განმარტებით, ნებისმიერ გამოვლენილ სამართალდარღვევას მოჰყვება რეაგირება.

„ერთი წლის განმავლობაში ერთი და იგივე პირის მიერ იგივე სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას ათას 200 ლარის ოდენობით,“ - განაცხადა კახა სოხაძემ.

 

 
დღის ამბები