უთანხმოება ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობასა და რუსულ სახელმწიფო კომპანიას შორის.
როსნეფტი მზად არის, აფხაზეთში ყველა პროექტი შეაჩეროს. ეს გადაწყვეტილება რაულ ხაჯინბას გუნდის პოზიციას ეფუძნება, რომელმაც ნავთობის მოძიება–მოპოვების შესახებ არსებული შეთანხმებების გადახედვა დაიწყო.
საოკუპაციო რეჟიმი ადგენს, რამდენად შეესაბამება ეროვნულ ინტერესებს ის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც აფხაზეთში მსხვილი კომპანიები მუშაობენ.
როსნეფტი აფრთხილებს საოკუპაციო რეჟიმს, რომ მსხვილი პროექტების შეჩერება ნეგატიურად აისახება ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკაზე და კომპანია იძულებული იქნება, ზარალის ანაზღაურებაც მოითხოვოს.