ედუარდ სარქისიანი რუსთავის პოლიციის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.
40 წლის მამაკაცი სამართადამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ფაქტი ორი დღის წინ მოხდა. დაზარალებული ამტკიცებს, რომ ის იძულებით მიიყვანეს რუსთავის პოლიციაში, ქურდობა დააბრალეს და სასტიკად გაუსწორდნენ.
პოლიცია ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. ედუარდ სარქისიანი კი მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში წევს. მას ოპერაცია ორივე მუხლზე ჩაუტარდა.
ავტორი: ნინო ჭოხონელიძე, გიგლა თუმანიშვილი, ანა წერეთელი