02 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
"ფანტასტიური ორგანიზება" - თბილისი2015 დასრულებულია

ფანტასტიური ორგანიზება - ეს ის შეფასებაა, რომელიც თბილისში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უცხოელმა ექსპერტებმა და ოლიმპიადის ხელმძღვანელმა პირებმა მისცეს. 

თბილისი2015 -ის საორგანიზაციო კომიტეტშიც ამბობენ, რომ ქვეყანამ ახალგაზრდულ ოლიმპიადას მაღალ დონეზე ჩატარდა. 

"მივიღეთ შეფასება, რომ ეს იყო ფანტასტიური, რომელმაც ევროპულ ოჯახში ეს ფესტივალი მაღალ საფეხურზე გადაიტანა. ცეცხლი დაინთო იქ, როგორც უნდა დანთებულიყო. არ არსებობს მასშტაბური ღონისძიებები, სადაც წვრილმანი ხარვეზები არ არის. თუმცა, ჩვენ მისი აღმოფხვრა დროულად მოვახერხეთ.  

"დიდ მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებმაც მოგვცეს საშუალება, რომ ეს ღონისძიება საქართველოში გამართულიყო.

"ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ასეთი მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება.

"ქართველი ძიუდოისტების ბრწყინვალე გამოსვლები იყო. ვულოცავ ტანმოვარჯიშეებსაც ბრინჯაოს," - განაცხადა რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსი ახვლედიანმა. 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები