20 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
ჩაშლასგადარჩენილი კონცერტი ბათუმში რუსთავი2-ის კონცერტის ნაცვლად

ფესტივალი, რომლის მიზეზითაც ბათუმში რუსთავი2-ის მიერ დაგეგმილი კონცერტი გადადო, რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო.

ანბანის კოშკის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი ფოლკლორული ანსამბლი რამდენიმე სიმღერით წარსდგა.

თუმცა, მთელი დღის განმავლობაში ამ კონცერტის ჩატარებაც კითხვის ქვეშ იყო. მიზეზი ბათუმში მოსული წვიმა გახდა. ამიტომაც ფესტივალ ბათუმის მარგალიტების ფარგლებში მოცეკვავები არ გამოსულან.  

სწორედ ამ ფესტივალის და კონცერტის გამო ბათუმის მერიამ უარი უთხრა რუსთავი2-ს კონცერტის ჩატარებაზე. 

რუსთავი2 ბათუმში კონცერტს 4 აგვისტოს გამართავს.

 

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი 

 

 

 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები