20 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
ავარიის შედეგად დაშავებული პოლიციელები ამ დრომდე რეანიმაციაში რჩებიან

სუფსის გადასახვევთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ისინი ამ დრომდე ქუთაისის რეგიონალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.

ამავე კლინიკაში მკურნალობენ ავარიის დროს დაშავებულ სასწრაფო დახმარების მედდას და მძღოლს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დაზარალებულები დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა თეიმურაზ ხარაშვილმა მოინახულა, მათთან ჩასვლას გეგმავს ჯანდაცვის მინისტრიც.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზარალებული კიდევ ერთი ექიმი ფოთის საავადმყოფოში მკურნალობს.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა სუფსის გადასახვევთან გვიან ღამით მოხდა, რა დროსაც დაშავებული ქალბატონი, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას გადაჰყავდა ადგილზე გარდაიცვალა. ავარიის დროს ერთმანეთს პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები შეეჯახნენ.

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები