სოციალური სტატუსის აღდგენას ითხოვს მეორე ჯგუფის ინვალიდი ეკა ივანაური. ნიკა მელიასთან საუბარში ქალბატონი ამბობს, რომ სტატუსი რამდენიმე თვის წინ გაუუქმეს.
აუცილებელი მედიკამენტების შესაძენად კი ინვალიდობის პენსიაც წინასწარ გამოიტანა და ამჟამად ყოველგვარი დახმარების გარეშეა დარჩენილი.
ეკა ივანაური, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილებაც უჭირს აცხადებს, რომ სოციალურ სტატუსთან დაკავშირებით მან ხელისუფლებიდან პასუხი ვერ მიიღო და შიშობს, რომ შესაძლოა მას ინვალიდობის პენსიაც შეუწყვიტონ.
"120 ათასი ოჯახი სერგეენკომ და ღარიბაშვილმა ამ დღეში ჩააგდო შიმშილისთვის და წყურვილისთვის იმეტებენ ამ ადამიანებს? სასწრაფოდ დაინტერესდეს ბატონი სერგეენკო ამ ამბით,"- აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია.