ყოფილი ხელისუფლების წევრები და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები შეიკრიბდნენ ე.წ. მატროსოვის ციხესთან და სოლიდარობის აქცია გამართეს.
ისინი ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებს აპროტესტებდნენ.
ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებდნენ, რომ მათი თანაგუნდელები მთავრობის პოლიტიკური პატიმრები არიან.
სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია და გიგი უგულავა იმყოფებიან.