ლისის ტბასთან სამი ჰექტარი მიწა იწვის. ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები.
ცეცხლი ბალახს წაეკიდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ცეცხლი ლოკალიზებულია და მეხანძრე-მაშველები მის ლიკვიდაციას ცდილობენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.