20 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერები და დავა გამარჯვებულ კომპანიასთან

6 ახალი ავტომობილი შ.პ.ს "გადამზიდავმა" მას შემდეგ შეიძინა, რაც 22 ივნისს, ქალაქ ქუთაისში, ნომერ 38-ე სამარაშუტო ხაზებზე გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. დახარჯული 250 ათასის მიუხედავად ახალბედა კომპანიას მარშრუტზე ამ დრომდე არც ერთი ავტომობილი არ გაუშვია. მერიამ კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადა და ახალი კონკურსი 6 აგვისტოსთვის ჩანიშნა.

საკონკურსო პირობების თანახმად, რაც ქალაქ ქუთაისის საკრებულოს მიერაა დაამტკიცებული, მერიას კონკურსში გამარჯვებულთან ხელშეკურლება 14 კალენდარულ დღის ვადაში უნდა გაეფორმებინა, ან იმავე ვადაში დასაბუთებული უარი გაეგზავნა. არც ერთი და არც მეორე კანონით დადგენილ ვადაში არ გააკეთა.

მერიაში თვლიან რომ ვადებისთვის არ გადაუცილებიათ.

კომპანიამ სასამართლოში იჩივლა, რომლის 29 ივლისის განჩინებაში ვკითხულობთ: აეკრძალოს ქუთაისის მერიას #38 მარშრუტზე კონკურსის ჩატარება დავის საბოლოო დასრულებამდე. განჩინების აღსრულება მოხდეს დაუყოვნებლივ.

29 ივლისვე განჩინება მერიას ჩაბარდა. თუმცა 31 ივლისამდე მერიას შესაბამისი სამართლებრივი აქტი ჯერაც არ ჰქონდა გამოცემული.

 
დღის ამბები