ფეხბურთი და პოლიტიკა - ეს თემა ბოლო დროს საქართველოში ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად ითვლება. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო რაც პრესის ფურცლებიდან ვიცე-პრემიერმინისტრმა კახა კალაძემ ფეხბურთის ფედერაცია გააკრიტიკა.
კალაძე ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობას ჭაობს ადარებდა და სახელმწიფოდან ფეხბურთის განვითარებისათვის გამოყოფილ 40 მილიონ ლარზე საუბრობდა.
მთავრობის წევრის ეს განცხადება ფეხბურთის ფედერაციაში განსახილველი საკითხი გახდა. ფედერაციის ხელმძღვანელმა ზვიად სიჭინავამ აღნიშნა, რომ თითოეული გამოყოფილი თეთრი გაწერილია და მზად არის გამოძიების კითხვებს ნებისმიერ დროს უპასუხოს.
ეს პროცესები კი ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მიმდინარეობს.
უკვე ცნობილია, რომ ფედერაციის არჩევნებში მონაწილეობას ლევან კობიაშვილიც მიიღებს, რომელმაც ფედერაციის საქმიანობა უარყოფითად უკვე შეაფასა.
ავტორი: თენგო გოგოტიშვილი