ეკა ბესელია პრეზიდენტს მიმართავს და მას ქალი პატიმრების მიმართ მეტი ჰუმანურობის გამოჩენისკენ მოუწოდებს. უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ ამ მიმართულებით მიდგომები გადასახედია.
ეს განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გლდანის ციხესთან გააკეთა, სადაც ის მოშიმშილე პატიმრებს შეხვდა.
„მივმართავ პრეზიდენტს, რომ მაქსიმალურად გამოიჩინოს მეტი ჰუმანურობა ქალი პატიმრების მიმართ. მათ საკმაოდ ბევრი აქვთ მოხდილი იმისთვის, რომ თავისუფლება მიიღონ და ვფიქრობ, ამ მხრივ არის გადასახედი მიდგომები,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.