ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი დღეს რუსთავში, სოციალურად დაუცველ სპანდერაშვილების ოჯახში იმყოფებოდა, რომელთაც ორი თვეა დახმარება შეუწყვიტეს.
ოჯახში 54 წლის ქალბატონი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე მეუღლესთან ერთად, ნათესავის ბინაში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია, მათ შეფასების დროს მაინც საკმაოდ მაღალი ქულა მიიღეს, რის გამოც სოციალურად დაუცველის დახმარებას ვერ იღებენ.