ხმაური და დაპირისპირება გურჯაანის რაიონულ გამგეობაში. სოფელ კარდენახის მაცხოვრებლები სოფლის დეპუტატთან ერთად სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას და რაიონის გამგებელთან შეხვედრას ითხოვდნენ.
ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ 400-მდე ოჯახს დაპირებების მიუხედავად, ბოლო რამდენიმე წელია სასმელი წყალი არ მიეწოდება.
ადგილობრივების პროტესტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც მოსახლეობას გია გერგიძე სამუშაო კაბინეტში არ დახვდა. მათ რაიონის ხელმძღვანელი უყურადღებობაში დაადანაშაულეს.
საკითხის განხილვა დღეს მიმდინარე საკრებულოს სხდომაზეც დაიგეგმა.
მოგვიანებით კი შენობაში მისულ გამგებელს მოსახლეობა და სოფლის დეპუტატი სიმონ ქოჩორაშვილი დაუპირისპირდნენ. გია გერგიძის განმარტებით, ორი ჭის მშენებლობა სოფლისთვის სექტემბრის თვეში იგეგმება.
„ეს არის ჩვეულებრივი ზაფხულის პრობლემა, რომელიც დაგროვილია წლების განმავლობაში. ჩვენ ამ პრობლემას ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწორებთ და ვაკეთებთ. აქ არის უბრალოდ ალასანიას პარტიის ხალხის შექმნილი აჟიოტაჟი,“ - განაცხადა გურჯაანის გამგებელმა გივი გერგიძემ.