უშბაზე ბელორუსი ტურისტი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, იგი მთაზე ასვლისას, 4 ათას 300 მეტრ სიმაღლეზე თოკიდან მოწყდა. კიდევ ერთი ტურისტი დახმარებას საჭიროებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მის დასახმარებლად, ასევე ცხედრის გამოსაყვანად ვერტმფრენი სვანეთის მიმართულებით უკვე გაფრინდა.