20 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
სოფლის მეურნეობის მინისტრი რძის პროდუქტების ეტიკეტირების პროცესს ეცნობა

რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის მინისტრმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად მსხვილი სავაჭრო ობიექტები მოინახულა.

ოთარ დანელია ახალი რეგულაციის აღსრულების პროცესს პირადად გაეცნო და რამდენიმე დარღვევაც აღმოაჩინა. მინისტრის, თქმით მნიშვნელოვანია, რომ რძის ეტიკეტირების წესი დაცული იყოს, რადგან მომხარებელს პროდუქციის შესახებ სწორი ინფორმაცია ჰქონდეს.

შემოწმებები მთელი ქვეყნის მაშტაბით დღეს დაიწყო და იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე ეტიკეტირების სისტემა ყველა სავაჭრო ობიექტში არ იქნება სრულად დაცული. მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში რეალიზატორი დაჯარმინდება და უეტიკეტო სურსათის რეალიზაცია აიკრძალება.

 
დღის ამბები