20 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
ქობულეთში დამსვენებელი ზღვაში დაიხრჩო

დღეს დილით ქობულეთში ერთი ადამიანი დაიხრჩო. მომხდარის შესახებ სამაშველო სამსახურს მოქალაქემ შეატყობინა,  რომელიც ამბობდა, რომ ზღვაში მამაკაცი დაიკარგა, გამოძახებაზე მისმულმა მაშველებმა კი ზღვაში ცხედარი იპოვეს. 

ცნობილი ხდება ისიც, რომ შავი ზღვის სანაპიროზე ბოლო ორი დღის განმავლობაში ზღვის ღელვამ 2-3 ბალი შეადგინა. 

სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მოუწოდებენ დამსვენებლებს გაითვალისწინონ მათი რჩევები და მითითებები. 

          

 

 

 
დღის ამბები