გურჯაანის მუნიციპალიტეტის შენობაში ხმაური დილიდან დაიწყო. სოფელ კარდენახის მაცხოვრებლები გამგებელთან შეხვედრას და წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში სასმელი წყალი ადრე გრაფიკით იყო, ამ ზაფხულს ესეც აღარ არის.
სად წავიდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი კარდენახელებმა რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგაც ვერ დაადგინეს. სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა კი მათ საკრებულოს სხდომაზე დასწრება და საკუთარი პრობლემების შესახებ იქ საუბარი შესთავაზა. კონკრეტული პასუხი კარდენახელებმა ვერც საკრებულოს თავმჯდომარისგან მიიღეს.
საბოლოოდ მოსახლეობამ გამგებლისგან დაპირება მაინც მიიღო, რომ სამუშაოები წყლით მომარაგებისთვის სექტემბერში დაიწყება და აქციაც დაიშალა.
ავტორი:ეკა გაგუა