რუსთავი 2 დღეს ბათუმის მოსახლეობას და დამსვენებლებს კონცერტზე ეპატიჟება. არაერთი ხელოვნურად შექმნილი ბარიერის მიუხედავად, კონცერტები ”რუსთავი ორი შენთვის” ფოთიდან ამჯერად ბათუმში გადაინაცვლებს.
გრანდიოზული კონცერტი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე შედგება.
გუშინ კი გვიანობამდე გაგრძელდა ფოთში, ასვე სამაუწყებლო კომპანიის მიერ დაგეგმილი კონცერტი. ქალაქის ცენტრალურ პარკში ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი.
მათ შესაძლებლობა ჰქონდათ „რუსთავი 2“- ის ყველაზე რეიტინგული შოუების წამყვანებს, მონაწილეებს, ტელეარხის ცნობილ სახეებსა და მუსიკოსებს შეხვედროდნენ.