დღეს დილიდან განახლდება უშბაზე სამაშველო სამუშაოები ერთი ბელორუსი მთამსვლელის ჩამოსაყვანად და ერთი გარდაცვლილის ჩამოსასვენებლად.
ერთი ბელორუსი მთამსვლელი სავარაუდოდ კედელს კლდისცვენის გამო გუშინ მოწყდა და დაიღუპა.
ისინი მწვერვალის სამხრეთ-დასავლეთ კედლის ისეთ მონაკვეთზე იმყოფებიან, სადაც ვერტმფრენი ვერ ახერხებს მიახლოებას.
დღეს ამ ადგილამდე მისვლას შეეცდება მათივე ჯგუფის სამი ბელორუსი მთამსვლელი.
სწორედ მათგან ელოდებიან ზუსტ ინფორმაციას საჭიროების შესახებ ქართველი მთამსვლელ-მაშველები, რის საფუძველზეც დაიგეგმება სამაშველო ოპერაცია.
არ არის გამორიცხული სამაშველო სამუშაოებში ჩაერთონ უკრაინელი მთამსვლელებიც, რომლებიც ასევე უშბაზე იმყოფებიან.