12 მაისი 2024,   04:31
ვრცლად
გვჭირდება მე-7 სასანქციო პაკეტი, რუსეთის ყველა ოფიციალური პირი ევროკავშირში უნდა დაიბლოკოს - ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის პრეზიდენტს შეხვდა

ევროპული კომისიის პრეზიდენტი კიევშია. რუსულა ფონ დერ ლაიენი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთს ევროპის დანაწევრება სურს. 

"რუსეთს ევროპის დანაწევრება და დასუსტება სურს. უკრაინა არის ამ გეგმის პირველი ეტაპი. ევროკავშირის პოზიტიური პასუხი უკრაინის აპლიკაციაზე იქნება ასევე პასუხი კითხვაზე, აქვს თუ არა მომავალი ევროპულ პროექტს. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ევროპელი ხალხის დიდი ნაწილი უკრაინას ევროპის ოჯახის ნაწილად მოიაზრებს.

ეს არის ის, რასაც 23-24 ივნისს ველოდებით, ეს იქნება ევროპის საბჭოს ისტორიული სესია, უკრაინის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად მიღებული გადაწყვეტილების ლოგიკური შედეგი. ჩვენ გვჭირდება მე-7 სასანქციო პაკეტი, რუსეთის ყველა ოფიციალური პირი ევროკავშირში უნდა დაიბლოკოს, მათ შორის ყველა რუსული ბანკის საქმიანობა. ენერგორესურსს სარგებელი არ მოქვს. ეს არის ფუნდამენტური უსაფრთხოების საკითხი უკრაინისთვის და ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის. მადლობა მხარდაჭერისთვის, რომელიც უკრაინას რეკონსტრუქციაში დაეხმარება," - განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები